წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 53 შპს “ რუსთავი 2 ონლაინსა ” და შპს “ მაგთიკომს ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გა ფ ორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 53 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 15, 2002

მიღების თარიღი თებერვალი 15, 2002

შპს „რუსთავი 2 ონლაინსა” და შპს „მაგთიკომს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა რა დავა შპს „რუსთავი 2 ონლაინს”, როგორც საერთაშორისო ოპერატორს და შპს „მაგთიკომს”, როგორც ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორს შორის, დაადგინა, რომ მხარეები ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ვერ თანხმდებიან საცალო ფასებისა და ზარის დამრგვალების წესის დადგენასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კომისია თვლის, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტი ითხოვს დაზუსტებას რიგ საკითხებთან დაკავშირებით. კომისია აღნიშნავს, რომ ოპერატორი, ნებისმიერი მომსახურების გაწევის შემთხვევაში, უნდა ფლობდეს მომსახურების მიწოდების კანონიერ უფლებამოსილებას, ამავე დროს დაცული უნდა იყოს მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის უფლება. აბონენტის მიერ 8-07 საერთაშორისო კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების მიღებისას შპს „რუსთავი 2 ონლაინი” წარმოადგენს მომსახურების მიმწოდებელს, როგორც უფლებამოსილი წარმომადგენელი 8-07 საერთაშორისო კოდთან დაკავშირებით. ამავე დროს აბონენტმა უნდა მიიღოს მის მიერ არჩეული ოპერატორის, ანუ შპს „რუსთავი 2 ონლაინის”  მომსახურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მაგთიკომის”, როგორც ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორის, აბონენტებისათვის 8-07 საერთაშორისო კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების საფასური  და მომსახურების პირობები, მათ შორის ზარის დამრგვალების წესი, უნდა დაადგინოს შპს „რუსთავი 2 ონლაინმა”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შპს „მაგთიკომის”, როგორც ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორის, აბონენტებისათვის 8-07 საერთაშორისო კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების საფასური  და მომსახურების პირობები, მათ შორის ზარის დამრგვალების წესი, უნდა დაადგინოს შპს „რუსთავი 2 ონლაინმა”.

2. მხარეებმა ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გათვალისწინებით და „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების შესაბამისად შედგენილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი წარმოუდგინონ კომისიას ორი კვირის ვადაში.

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

            კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ .აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები