წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 528 მიწისზედა თანამგზავრული სადგურების WBANK - ARMENIA და HSBC - ARMENIA წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 528 / 14

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 27, 2002

 მიწისზედა თანამგზავრული სადგურების WBANK-ARMENIA  და HSBC-ARMENIA  წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს  წერილი (№ 1-8/70 31.10.02.)  მიწისზედა თანამგზავრული სადგურების WBANK-ARMENIA  და HSBC-ARMENIA გამოყენების  შესახებ, რომლებიც იგეგმება EUTELSAT 2-10E-ს ტიპის თანამგზავრულ ქსელში და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიწისზედა თანამგზავრული სადგურების WBANK-ARMENIA  და HSBC-ARMENIA გამოყენებაზე (2002 წლის 31 ოქტომბრის № 1-8/70 წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები