წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 522 ქ . რუსთავის მთავრობის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 522 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2002

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2002

               ქ. რუსთავის მთავრობის  მშენებლობისა და საქალაქო  მეურნეობის                       სამსახურისათვის   მაღალსიხშირული     მოწყობილობების                        საქართველოში  შემოტანაზე  ნებართვის  გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა ქ. რუსთავის მთავრობის მშენებლობისა და საქალაქო   მეურნეობის   სამსახურს შემოიტანოს   საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული   ანგარიშფაქტურით     (N 2541.1   09.12.02)      გათვალისწინებული     მაღალსიხშირული მოწყობილობები; 2.      უზრუნველყოს ქ. რუსთავის მთავრობის მშენებლობისა და   საქალაქო     მეურნეობის     სამსახურმა      აპარატურის     შემოტანისთანავე   კომისიაში    სათანადო      ინფორმაციის       წარმოდგენა         მაღალსიხშირული  

     მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                        ვ. აბაშიძე

           

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები