გადაწყვეტილება N 513 რუსეთის სატელევიზიო სადგურების SEVERNYI KRAS – 26 TBK ( ADD ) და KIZILIURT DAG – 31 TBK ( ADD ) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2002
მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2002
რუსეთის
სატელევიზიო სადგურების SEVERNYI
KRAS 26 TBK (ADD) და KIZILIURT
DAG 31 TBK (ADD) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით
გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილებში (№
UMS- 50/2228 08.10.02. და № UMS- 50/2293 15.10.02.) რუსეთის სატელევიზიო სადგურებისათვის SEVERNYI KRAS 26 TBK (ADD) და KIZILIURT DAG 31 TBK (ADD) მინიჭებული არხების გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის
შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სადგურების SEVERNYI KRAS 26 TBK (ADD) და KIZILIURT DAG 31 TBK (ADD) გამოყენებაზე (2002 წლის 8 ოქტომბრის № UMS-50/2228 და 15 ოქტომბრის № UMS-50/2293 წერილების დანართებში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
