წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 48 ს / ს “ ოტელ თბილისი ”- სათვის სამუშაო სიხშირეების ( 153 , 375 და 163 , 375 მგჰც ) მინიჭების შესახებ

ნომერი: 48 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2002

მიღების თარიღი თებერვალი 12, 2002

ს/ს „ოტელ თბილისი”-სათვის სამუშაო სიხშირეების 

(153,375  და 163,375 მგჰც )  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს ს/ს „ოტელ თბილისს” 153,375  და 163,375 მგჰც სამუშაო სიხშირეები, ქ. თბილისში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;

2.      უზრუნველყოს ს/ს „ოტელ თბილისმა” სათანადო ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში ს/ს „ოტელ თბილისი”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

                კომისიის თავმჯდომარე                                              ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები