წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 469 მიწისზედა თანამგზავრული სადგურის “ IRGAN - ASTEL - 3 , 5 ” წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 469 / 14

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2002

მიღების თარიღი ნოემბერი 29, 2002

მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „IRGAN-ASTEL-3,5”  წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/1731 05.08.02.) მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „IRGAN-ASTEL-3,5”  გამოყენების  შესახებ, რომელიც იგეგმება EXPRESS-6-ს ტიპის თანამგზავრულ ქსელში სამუშაოდ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „IRGAN-ASTEL-3,5”    გამოყენებაზე (2002 წლის 5 აგვისტოს № UMS-50/1731  წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები