გადაწყვეტილება N 465 შპს “ კეთილმოწყობა ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2002
მიღების თარიღი ნოემბერი 29, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „კეთილმოწყობას” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 2491 15.11.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს შპს „კეთილმოწყობამ” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
