წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 462 ქ . რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობა - მთავრობასათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 462 / 7

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2002

მიღების თარიღი ნოემბერი 29, 2002

ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობა - მთავრობასათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში  შემოტანაზე  ნებართვის  გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა ქ. რუსთავის ადგილობრივ თვითმმართველობა – მთავრობას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 2479.1   07.11.02)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს ქ. რუსთავის ადგილობრივმა თვითმმართველობამ - მთავრობამ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                        ვ. აბაშიძე

           

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები