საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N 68-ე სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-4 საკითხის 2002 წლის 6 დეკემბრის N 70-ე სხდომის დღის წესრიგის პროექტში გადატანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2002
2002 წლის 22 ნოემბრის N 68-ე კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტის მე-4 საკითხის თაობაზე - საჯარო სამართლის იურიდიული პირის “სახელისუფლო სპეციალური კავშირების” რეგისტრაციაში გატარებისა და ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ, კომისიის აპარატის ტექნიკური სამსახურის (მ.გოთოშია) მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1. 2002 წლის 22 ნოემბრის N 68-ე სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-4- საკითხი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის “სახელისუფლო სპეციალური კავშირების” რეგისტრაციაში გატარებისა და ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ, გადატანილ იქნეს 2002 წლის 6 დეკემბრის N 70-ე სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. უზრუნველყოს კომისიის აპარატის პროგრამისტმა (დ. ჭანკოტაძე) ინტერნეტში კომისიის გვერდზე N 70 სხდომის დღის წესრიგის პროექტის დროული გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს ( ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
