წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 460 სს “ საქართველოს ელექტროკავშირსა ” და შპს “ ახალ ქსელებს ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გა ფ ორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 460 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2002

მიღების თარიღი ნოემბერი 22, 2002

სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, როგორც ადგილობრივი კავშირის ოპერატორებს შორის, ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავა.

კომისია აღნიშნავს, რომ მხარეებმა მოითხოვეს დავის განხილვის გადადება ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დაზუსტების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს”, როგორც ადგილობრივი კავშირის ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე არსებული დავის განხილვა გადაიდოს 2003 წლის 24 იანვარს 12 საათზე.

2. ეცნობოთ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” დავის განხილვის თარიღი და დრო.

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ (ე.ასანიძე) და ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) სამსახურს.

კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები