წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 45 ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 45 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2002

მიღების თარიღი თებერვალი 12, 2002

ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად 

გადაწყვიტა:

    

1.      მიეცეს ნებართვა ფოთის საზღვაო ნავსადგურს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე ხელშეკრულების  (N ს.პ.001) დანართში  მითითებული   მაღალსიხშირული  მოწყობილობა;

2.      უზრუნველყოს ფოთის საზღვაო ნავსადგურმა აპარატურის  შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                  კომისიის  თავმჯდომარე                                                            ვ. აბაშიძე

                 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები