წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 44 შპს “ საქართველოს მილსადენის კომპანია ( GPC )”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 44 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2002

მიღების თარიღი თებერვალი 12, 2002

შპს „საქართველოს მილსადენის კომპანია (GPC)”- სათვის  მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს მილსადენის კომპანია (GPC)”-ს  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   თანდართული   ანგარიშფაქტურებით N 258.0111/1 (16.11.01.) და N 258.0111/2 (16.11.01.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „საქართველოს მილსადენის კომპანია (GPC)”-მ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვების მისაღებად;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები