წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 42 შპს ტელერადიოკომპანია “ მე - 7 არხი ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 42 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 12, 2002

მიღების თარიღი თებერვალი 12, 2002

შპს ტელერადიოკომპანია „მე-7 არხი”-სათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს ტელერადიოკომპანია „მე-7 არხს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ზედდებულით (N 005 1760 7542   11.02.2002წ)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.      უზრუნველყოს შპს ტელერადიოკომპანია „მე-7 არხმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის ექსპლუატაციაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                                                ვ. აბაშიძე

           

                       

 
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები