გადაწყვეტილება N 410 “ კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელე ფ ონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის თაობაზე ” დადგენილების პრ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 25, 2002
მიღების თარიღი ოქტომბერი 25, 2002
„კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის თაობაზე” დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოწონებულ იქნეს წარმოდგენილი დადგენილების პროექტი „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის თაობაზე”, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;
2. წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნისათვის დადგენილების პროექტი „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის თაობაზე”;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (გ. კვერენჩხილაძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ. აბაშიძე.