წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 409 შპს “რ-რადიო” N 562 ლიცენზიის (საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა) მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 409 / 1

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 25, 2002

მიღების თარიღი ოქტომბერი 25, 2002

შპს „რ-რადიო” N 562 ლიცენზიის

(საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა)

მოქმედების ვადის გაგრძელებისა  და მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „რ-რადიოს” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობიდან 10 692 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარი, გადახდილი აქვს სალიცენზიო გადასახდელის 30% ( 3 207,6   ლარი), საიდანაც 2138,4 ლარი გადახდილია კომისიის ანგარიშზე, ხოლო 1069,2 ლარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „რ-რადიოს” N 562 ლიცენზიას,  2012 წლის 20 მაისამდე;

2. მოდიფიცირებულ იქნეს შპს „რ-რადიოს” N 562 ლიცენზია და ლიცენზიის სახეობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა”;

3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (7484,4 ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე     - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 8001 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი), შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

831,6 ლარი   -        2003 წლის 20 ივნისამდე;

831,6 - ლარი    - 2004 წლის 20 ივნისამდე;

831,6 - ლარი    - 2005 წლის 20 ივნისამდე;

831,6 - ლარი    - 2006 წლის 20 ივნისამდე;

831,6 - ლარი    - 2007 წლის 20 ივნისამდე;

831,6 - ლარი    - 2008 წლის 20 ივნისამდე;

831,6 - ლარი    - 2009 წლის 20 ივნისამდე;

831,6 - ლარი    - 2010 წლის 20 ივნისამდე;

831,6 - ლარი    - 2011 წლის 20 ივნისამდე;

5. თანხების გადახდის წესი და პასუხისმგებლობა განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობით;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო (თ.ძაგნიძე) სამსახურს.

კომისიის თავმჯდომარე:                    ვ.აბაშიძე
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები