შპს “ტელერადიოკომპანია ქუთაისის” N 64 ლიცენზიის(საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა)მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 10, 2005
მიღების თარიღი ოქტომბერი 25, 2002
“კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს “ტელერადიოკომპანია ქუთაისისის” N 64 ლიცენზიას, 2011 წლის 31 დეკემბრამდე;
2. მოდიფიცირებულ იქნეს შპს “ტელერადიოკომპანია ქუთაისისის” N 64 ლიცენზია და ლიცენზიის სახეობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა”;
3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის - 10782,45 ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 8001 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი), შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
1198,05 - ლარი - 2002 წლის 31 დეკემბრამდე;
1198,05 - ლარი - 2003 წლის 31 დეკემბრამდე;
1198,05 - ლარი - 2004 წლის 31 დეკემბრამდე;
1198,05 - ლარი - 2005 წლის 31 დეკემბრამდე;
1198,05 - ლარი - 2006 წლის 31 დეკემბრამდე;
1198,05 - ლარი - 2007 წლის 31 დეკემბრამდე;
1198,05 - ლარი - 2008 წლის 31 დეკემბრამდე;
1198,05 - ლარი - 2009 წლის 31 დეკემბრამდე;
1198,05 - ლარი - 2010 წლის 31 დეკემბრამდე;
5. თანხების გადახდის წესი და პასუხისმგებლობა განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო (თ.ძაგნიძე) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე