გადაწყვეტილება N 407 შპს “ ტელეკომპანია თბილისის ” N 67 ლიცენზიის ( საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა ) მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდი ფ იცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 25, 2002
მიღების თარიღი ოქტომბერი 25, 2002
(საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა)
მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია თბილისს” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობიდან 48 411 (ორმოცდარვა ათას ოთხას თერთმეტი) ლარი, გადახდილი აქვს სალიცენზიო გადასახდელის 30% (14523,30 ლარი), საიდანაც 9682,20 ლარი გადახდილია კომისიის ანგარიშზე, ხოლო 4841,10 ლარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „ტელეკომპანია თბილისის” N 67 ლიცენზიას, 2011 წლის 31 დეკემბრამდე;
2. მოდიფიცირებულ იქნეს შპს „ტელეკომპანია თბილისის” N 67 ლიცენზია და ლიცენზიის სახეობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა”;
3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (33887,7ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 8001 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი), შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
3765,3 ლარი - 2002 წლის 31 დეკემბრამდე;
3765,3 ლარი - 2003 წლის 31 დეკემბრამდე;
3765,3 ლარი - 2004 წლის 31 დეკემბრამდე;
3765,3 ლარი - 2005 წლის 31 დეკემბრამდე;
3765,3 ლარი - 2006 წლის 31 დეკემბრამდე;
3765,3 ლარი - 2007 წლის 31 დეკემბრამდე;
3765,3 ლარი - 2008 წლის 31 დეკემბრამდე;
3765,3 ლარი - 2009 წლის 31 დეკემბრამდე;
3765,3 ლარი - 2010 წლის 31 დეკემბრამდე;
5. თანხების გადახდის წესი და პასუხისმგებლობა განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო (თ.ძაგნიძე) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე