გადაწყვეტილება N 406 შპს “ ოკრიბა 2002 ”- სათვის სამუშაო სიხშირეების ( 8630 ; 8670 ; 8710 ; 8750 ; 12795 ; 12835 ; 13060 და 13100 მგჰც ) მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 25, 2002
მიღების თარიღი ოქტომბერი 25, 2002
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ოკრიბა 2002”-ს 8630 მგჰც; 8670 მგჰც ; 8710 მგჰც ; 8750 მგჰც; 12795 მგჰც; 12835 მგჰც; 13060 მგჰც და 13100 მგჰც სამუშაო სიხშირეები, ქ. თბილისში რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისათვის;
2. უზრუნველყოს შპს „ოკრიბა 2002”-მა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა რადიოსარელეო სადგურების ექსპლუატაციაზე ნებართვების მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ოკრიბა 2002”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე