გადაწყვეტილება N 405 ქ . სოჭში რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურების წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 25, 2002
მიღების თარიღი ოქტომბერი 25, 2002
ქ. სოჭში რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული
სამსახურის სადგურების წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე
თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/1315 13.06.02.)
ქ. სოჭში რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურებისათვის მინიჭებული სიხშირეების
გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა
და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს ქ. სოჭში რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურების გამოყენებაზე (2002 წლის 13 ივნისის № UMS-50/1315 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე