გადაწყვეტილება N 404 კრასნოდარის მხარეში რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურების წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 25, 2002
მიღების თარიღი ოქტომბერი 25, 2002
კრასნოდარის
მხარეში რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურების წარმოდგენილი ტექნიკური
მახასიათებლებით გამოყენებაზე
თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/1397 26.06.02.)
კრასნოდარის მხარეში რუსეთის
ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურებისათვის
მინიჭებული სიხშირეების გამოყენების
შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის
მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს კრასნოდარის მხარეში რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურების გამოყენებაზე (2002 წლის 26 ივნისის № UMS-50/1397 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე