წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 400 შპს “ოკრიბა 2002” N 26 ლიცენზიის ( საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა ) ხელახალ რეგისტარციაში გატარების , მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 400 / 5

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2002

მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2002

შპს „ოკრიბა 2002” N 26 ლიცენზიის

(საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა) ხელახალ რეგისტარციაში გატარების, მოქმედების ვადის გაგრძელებისა  და მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს  25 ივნისის N2/705 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „ოკრიბა ტვ”-ს აღუდგა ლიცენზია N26, რომელიც რეგისტრაციაში უნდა გატარდეს შპს „ოკრიბა 2002”-ის სახელზე. შპს „ოკრიბა ტვ”-ს ნატურით გაყოფის შედეგად დაფუძნდა შპს „ოკრიბა 2002”, რომელიც ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის დადგენილების შესაბამისად არის შპს „ოკრიბა ტვ”-საგან გამოყოფის შედეგად შექმნილი საწარმო და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს და უფლებამონაცვლეს 45-ე სატელევიზიო არხის ფლობასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.

ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის სასამართლომ ბათილად გამოაცხადა ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სალიცენზიო კომისიის 1999 წლის 19 მარტის სხდომის N80 ოქმის ის ნაწილი, რომელიც ეხება შპს „ოკრიბა ტვ”-სათვის ლიცენზიის გაუქმებას. სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2002 წლის 25 ივლისს. ვინაიდან N 26 ლიცენზიას მოქმედების ვადა ჰქონდა 1999 წლის 22 ივლისამდე, კომისია თვლის, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადა აღდგა სალიცენზიო კომისიის N80 ოქმის მიღებიდან ლიცენზიაში მითითებული მოქმედების დღემდე  დარჩენილი ვადით, ანუ 4 თვით და 3 დღით. აღნიშნულიდან გამომდინარე, N26 ლიცენზიის მოქმედება აღდგა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან (2002 წლის 25 ივლისი) 2002 წლის 28 ნოემბრამდე.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „ოკრიბა 2002”-ს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობიდან – 48 411 (ორმოცდარვა ათას ოთხას თერთმეტი) ლარი, გადახდილი აქვს სალიცენზიო გადასახდელის 30%-ი     (14 523,30 ლარი), საიდანაც 9682,20 ლარი გადახდილია კომისიის ანგარიშზე, ხოლო – 4841,10 ლარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 ,453 და 54-ე მუხლების, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ” კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვი ტ ა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შპს „ოკრიბა 2002” (რეგისტრირებული ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისს  N 7/4-2093 დადგენილებით):

ლიცენზია N 26 გაცემული 22.07.94წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა.

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა.

ლიცენზიის საგანი: მაუწყებლობა 45-ე სატელევიზიო დეციმეტრულ არხზე, ქ.თბილისი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

2. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „ოკრიბა 2002”-ის N 26 ლიცენზიას,  2012 წლის 28 ნოემბრამდე;

3. პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად განესაზღვროს 2003 წლის 1 მაისი;

4. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის  (33 887,7 ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე     - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 8001 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი), შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

3765,30 ლარი ------- 2003 წლის 31 იანვრამდე;

3765,30 ლარი ------- 2004 წლის 31 იანვრამდე;

3765,30 ლარი ------- 2005 წლის 31 იანვრამდე;

3765,30 ლარი ------- 2006 წლის 31 იანვრამდე;

3765,30 ლარი ------- 2007 წლის 31 იანვრამდე;

3765,30 ლარი ------- 2008 წლის 31 იანვრამდე;

3765,30 ლარი ------- 2009 წლის 31 იანვრამდე;

3765,30 ლარი ------- 2010 წლის 31 იანვრამდე;

3765,30 ლარი ------- 2011 წლის 31 იანვრამდე.

6. თანხების გადახდის წესი და პასუხისმგებლობა განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობით.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) ექვსი თვის ვადაში.

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო (თ.ძაგნიძე),  ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) და  იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს.

           

            კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები