გადაწყვეტილება N 399 სს “ საქართველოს ელექტროკავშირსა ” და შპს “ ახტელს ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2002
მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2002
სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების პროცესში არსებობს დავა ხელშეკრულების პირობების თაობაზე. მხარეებმა მიმართეს კომისიას „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების შესაბამისად დავის განხილვის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 11-ე თავის 53-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაინიშნოს სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვა 2002 5 ნოემბერს 12 საათზე.
2. უზრუნველყონ სს „საქართველოს ელექტროკავშირმა” და შპს „ახტელმა” ურთიერჩართვის ხელშეკრულების პროექტის საკუთარი ვარიანტის წარმოდგენა კომისიაში 2002 წლის 1 ნოემბრამდე.
3. ეცნობოთ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახტელს” დავის განხილვის თარიღი და დრო.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ (ე.ასანიძე) სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე