წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 398 სს “ საქართველოს ელექტროკავშირსა ” და შპს “ ახალ ქსელებს ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დაწყების შესახებ

ნომერი: 398 / 16

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2002

მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2002

სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ 2002 წლის 20 სექტემბერს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” უნდა წარმოედგინათ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეთანხმებული პროექტი. მხარეებმა მიმართეს კომისიას „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების შესაბამისად დავის განხილვის თაობაზე.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 11-ე თავის 53-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაინიშნოს სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვა 2002 წლის 8 ნოემბერს 12  საათზე.

2. უზრუნველყონ სს „საქართველოს ელექტროკავშირმა” და შპს „ახალმა ქსელებმა”  ურთიერჩართვის ხელშეკრულების პროექტის საკუთარი ვარიანტების წარმოდგენა კომისიაში 2002 წლის 1 ნოემბრამდე.

3. ეცნობოთ სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალ ქსელებს” დავის განხილვის თარიღი და დრო.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ (ე.ასანიძე) სამსახურს.

კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები