გადაწყვეტილება N 397 ინგუშეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურების წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2002
მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2002
ინგუშეთის
რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული
სამსახურის სადგურების წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით
გამოყენებაზე თანხმობის გაცემის
შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო
სამსახურის წერილი (№ UMS-50/1404 28.06.02.) ინგუშეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის
ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურებისათვის
მინიჭებული სიხშირეების გამოყენების
შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის
მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს ინგუშეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურების გამოყენებაზე (2002 წლის 28 ივნისის № UMS-50/1404 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე