წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 395 რუსეთის სატელევიზიო სადგურის SOCHI – 32 TBK ( ADD ) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე

ნომერი: 395 / 14

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2002

მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2002

რუსეთის სატელევიზიო  სადგურის  SOCHI – 32 TBK (ADD) წარმოდგენილი  ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე   თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი  (№ UMS- 50/1420 28.06.02.)  რუსეთის სატელევიზიო სადგურისათვის SOCHI – 32 TBK (ADD) მინიჭებული არხის გამოყენების  შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სადგურის SOCHI–32 TBK (ADD)  გამოყენებაზე (2002 წლის 28 ივნისის № UMS-50/1420 წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები