გადაწყვეტილება N 392 გაეროს დამკვირვებელთა მისიისათვის საქართველოში ( UNOMIG ) ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2002
მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში (UNOMIG), შემოიტანოს ქვეყნის ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N 14054 02.10.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე