გადაწყვეტილება N 391 ს / ს “ ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის მილსადენის კომპანია ( საქართველო )”- სათვის სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 18, 2002
მიღების თარიღი ოქტომბერი 18, 2002
ს/ს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია (საქართველო)”-სათვის სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ს/ს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია (საქართველო)”-ს დანართში (თან ერთვის) მითითებული სამუშაო სიხშირეები გარდაბნის, ბორჯომის და თეთრიწყაროს რეგიონებში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;
2. უზრუნველყოს ს/ს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია (საქართველო)”-მ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ს/ს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია (საქართველო)”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ
სასამართლოში (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
დანართი
სამუშაო სიხშირეების ჩამონათვალი
1). გარდაბნის რაიონში:
- რადიოკავშირის ქსელების ფუნქციონირებისათვის
437.050 მგჰც 444.000 მგჰც
437.100 მგჰც 444.050 მგჰც
436.425 მგჰც
- აეროსანავიგაციო კავშირგაბმულობისათვის
136.000 მგჰც
2). თეთრიწყაროს რაიონში:
- რადიოკავშირის ქსელების ფუნქციონირებისათვის
445.275 მგჰც 452.050 მგჰც
445.325 მგჰც 452.100 მგჰც
445.375 მგჰც
- აეროსანავიგაციო კავშირგაბმულობისათვის
136.800 მგჰც
3). ბორჯომის რაიონში:
- რადიოკავშირის ქსელების ფუნქციონირებისათვის
437.075 მგჰც 444.025 მგჰც
437.125 მგჰც 444.075 მგჰც
436.450 მგჰც
- აეროსანავიგაციო კავშირგაბმულობისათვის
135.200 მგჰც