წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 387 შპს “ ჯეოსელი ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 387 / 7

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 18, 2002

მიღების თარიღი ოქტომბერი 18, 2002

შპს „ჯეოსელი”- სათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „ჯეოსელს”  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურებით (N H 658764 27.06.02 და N H 658849 08.08.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „ჯეოსელმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვების მისაღებად;

3.  გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   მთაწმინდა-კრწანისის   რაიონულ

                სასამართლოში  (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22)  6  თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

  კომისიის  თავმჯდომარე                                        ვ. აბაშიძე

           

                       

 
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები