გადაწყვეტილება N 385 რუსეთის სატელევიზიო სადგურის TOTURBIIKALA – 34 TBK ( MOD ) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2002
მიღების თარიღი ოქტომბერი 11, 2002
რუსეთის სატელევიზიო სადგურის
TOTURBIIKALA 34 TBK (MOD)
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე
თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (№
UMS- 50/1533 05.07.02.) რუსეთის
სატელევიზიო სადგურისათვის
TOTURBIIKALA 34 TBK (MOD) მინიჭებული არხის გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის
შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სადგურის TOTURBIIKALA 34 TBK (MOD) გამოყენებაზე (2002 წლის 5 ივლისის № UMS-50/1533 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე