გადაწყვეტილება N 384 რუსეთის სატელევიზიო სადგურის NALCHIK KAB - BALK – 51 TBK ( ADD ) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2002
მიღების თარიღი ოქტომბერი 11, 2002
რუსეთის სატელევიზიო სადგურის
NALCHIK KAB-BALK 51 TBK (ADD)
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე
თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (№
UMS- 50/1279 10.06.02.) რუსეთის
სატელევიზიო სადგურისათვის
NALCHIK KAB-BALK 51 TBK (ADD)
მინიჭებული არხის გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის
შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სადგურის NALCHIK KAB-BALK 51 TBK (ADD) გამოყენებაზე (2002 წლის 10 ივნისის № UMS-50/1279 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე