გადაწყვეტილება N 380 შპს “ ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახური ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2002
მიღების თარიღი ოქტომბერი 11, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურით (N LBG0633352 26.08.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობა კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ
სასამართლოში (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
