წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 377 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მაუწყებელთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ნომერი: 377 / 11

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 04, 2002

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2002

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მაუწყებელთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიამ, განიხილა რა კომისიასთან არსებული მაუწყებელთა საბჭოს დებულების წარმოდგენილი პროექტი

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.                                       დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან (შემდგომში „კომისია”) არსებული მაუწყებელთა საბჭოს დებულება, კომისიის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით.

2. დაევალოს კომისიის აპარატის საკონსულტაციო საბჭოს (რ. სვანიძე)

-    მოამზადოს კომისიის ბრძანების პროექტი სამაუწყებლო საბჭოს შემადგენლობის შესახებ;

-    ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს მაუწყებელთა საბჭოს შემადგენლობის პერსპექტიული გეგმის წარმოდგენა;

3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს მდივანს (რ. სვანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                     ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები