წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 376 საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზია და რადიომაუწყებლობისათვის ტელერადიოსამაუწყებლო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 376 / 13

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 04, 2002

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2002

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ტელევიზია და რადიომაუწყებლობისათვის ტელერადიოსამაუწყებლო  სიხშირეების მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ტელევიზია და რადიომაუწყებლობისათვის დანართში (თან ერთვის)  წარმოდგენილი ჩამონათვალის მიხედით სამაუწყებლო სატელევიზიო არხების და FM დიაპაზონის სამაუწყებლო სიხშირეების მინიჭების საკითხი და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის  11 პუნქტის და 55-ე მუხლის მე-16 პუნქტის   შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ტელევიზია და რადიომაუწყებლობას სამაუწყებლო სატელევიზიო არხები და FM დიაპაზონის სამაუწყებლო სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2.      შეტანილ იქნეს სამაუწყებლო სატელევიზიო არხების და FM დიაპაზონის სამაუწყებლო სიხშირეების ჩამონათვალი კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

3. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს  მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ 

    სასამართლოში  (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22)  6 თვის ვადაში; 

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

        კომისიის თავმჯდომარე                                   ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები