გადაწყვეტილება N 375 ქ . ადლერში მონაცემთა უმავთულო გადაცემის ქსელის სადგურების წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 04, 2002
მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2002
ქ.
ადლერში მონაცემთა უმავთულო
გადაცემის ქსელის სადგურების
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით
გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (№
UMS- 50/1254 07.06.02.)
ქ. ადლერში მონაცემთა უმავთულო გადაცემის
ქსელის სადურებისათვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის
შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს ქ. ადლერში მონაცემთა უმავთულო გადაცემის ქსელის სადგურების გამოყენებაზე (2002 წლის 7 ივნისის № UMS-50/1254 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
