გადაწყვეტილება N 374 მიწისზედა თანამგზავრული სადგურის “ Y12 - SOCHI ” წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 04, 2002
მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2002
მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „Y12-SOCHI”
წარმოდგენილი
ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/1186 03.06.02.) მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „Y12-SOCHI”
გამოყენების შესახებ, რომელიც იგეგმება EXPRESS-7(90E)-ს ტიპის
თანამგზავრულ ქსელში სამუშაოდ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”
საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „Y12-SOCHI” გამოყენებაზე (2002 წლის 3 ივნისის № UMS-50/1186 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
