გადაწყვეტილება N 373 რუსეთის სატელევიზიო სადგურის PSHADA KRAS – 8 TBK ( MOD ) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 04, 2002
მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2002
რუსეთის
სატელევიზიო სადგურის PSHADA KRAS 8 TBK (MOD)
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე
თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (№
UMS- 50/1238 04.06.02.) რუსეთის
სატელევიზიო სადგურისათვის
PSHADA KRAS 8 TBK (MOD) მინიჭებული არხის გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის
შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სადგურის PSHADA KRAS 8 TBK (MOD) გამოყენებაზე (2002 წლის 4 ივნისის № UMS-50/1238 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
