წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 372 რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურის PIATIGORSK – 106 . 2 MHz წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 372 / 14

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 04, 2002

მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2002

რუსეთის რადიოსამაუწყებლო  სადგურის  PIATIGORSK– 106.2 MHz წარმოდგენილი  ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე   თანხმობის გაცემის შესახებ  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი  (№ UMS- 50/1489 04.07.02.)  რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურისათვის PIATIGORSK– 106.2 MHz მინიჭებული სიხშირის გამოყენების  შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

  გადაწყვიტა  :

     

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის რადიოსამაუწყებლო სადგურის PIATIGORSK– 106.2 MHz გამოყენებაზე (2002 წლის 4 ივლისის № UMS-50/1489 წერილის   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო

სამსახურს (თ. ძაგნიძე).

           

           

            კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები