გადაწყვეტილება N 371 რუსეთის სატელევიზიო სადგურების KROPOTKIN KRAS – 1 TBK ( ADD ), PODGORNYI KRAS – 1 TBK ( ADD ) და MALYI AKHUN KRAS - 26 TBK ( ADD ) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემი
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 04, 2002
მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2002
რუსეთის სატელევიზიო სადგურების KROPOTKIN KRAS 1 TBK (ADD), PODGORNYI KRAS 1 TBK (ADD) და MALYI AKHUN KRAS - 26 TBK (ADD) წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS- 50/1178 31.05.02.) რუსეთის სატელევიზიო სადგურებისათვის KROPOTKIN KRAS 1 TBK (ADD), PODGORNYI KRAS 1 TBK (ADD) და MALYI AKHUN KRAS - 26 TBK (ADD) მინიჭებული არხების გამოყენების შესახებ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს, რუსეთის სატელევიზიო სადგურების KROPOTKIN KRAS 1 TBK (ADD), PODGORNYI KRAS 1 TBK (ADD) და MALYI AKHUN KRAS - 26 TBK (ADD) გამოყენებაზე (2002 წლის 31 მაისის № UMS-50/1178 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე