გადაწყვეტილება N 368 შპს “ მზე ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 04, 2002
მიღების თარიღი ოქტომბერი 04, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „მზეს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ანგარიშფაქტურებით (N 1018497 25.09.02; N 1023125 27.09.02; და N 4019368 24.09.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს შპს „მზემ” კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის შესახებ ორგანიზაციის, აპარატურის ტიპისა და საქარხნო ნომრების მითითებით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ
სასამართლოში (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე