წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 365 შპს “დარაკა”- სათვის სამუშაო სიხშირის (162.975 მგჰც ) მინიჭების შესახებ

ნომერი: 365 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2002

მიღების თარიღი სექტემბერი 27, 2002

შპს „დარაკა”- სათვის  სამუშაო სიხშირის (162.975 მგჰც ) მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს შპს „დარაკას” შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით  162.975  მგჰც   სამუშაო  სიხშირე ქ. თბილისში   რადიოკავშირისათვის;

2.  უზრუნველყოს  შპს  „დარაკამ” კომისიაში სათანადო   ინფორმაციის  წარმოდგენა    

     მაღალსიხშირული  მოწყობილობების    გამოყენებაზე  ნებართვის  მისაღებად;

 

3.  კანონმდებლობის   ცვლილების    შემთხვევაში შპს „დარაკა”-სათვის  სიხშირის   მინიჭების  საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება      შეიძლება     გასაჩივრდეს   მთაწმინდა-კრწანისის    რაიონულ

      სასამართლოში  (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22) 6 თვის ვადაში;   

 5.  კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე     დაევალოს

      სამაუწყებლო სამსახურის უფროსს  თ.ძაგნიძეს. 

           

    კომისიის თავმჯდომარე                                       ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები