წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 364 შპს “პირველი სტერეოს” N 325 ლიცენზიის (საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა) მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 364 / 6

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2002

მიღების თარიღი სექტემბერი 27, 2002

შპს „პირველი სტერეოს” N 325 ლიცენზიის

(საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა)

მოქმედების ვადის გაგრძელებისა  და მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს „პირველ სტერეოს” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობიდან – 57 213 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ორას ცამეტი) ლარი, გადახდილი აქვს სალიცენზიო გადასახდელის 30% ( 17163,9 ლარი), საიდანაც 11442,60 ლარი გადახდილია კომისიის ანგარიშზე, ხოლო – 5721,3 ლარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „პირველი სტერეოს” N 325 ლიცენზიას,  2011 წლის 31 დეკემბრამდე;

2. მოდიფიცირებულ იქნეს შპს „პირველი სტერეოს” N 325 ლიცენზია და ლიცენზიის სახეობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა”;

3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (40049,1 ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე     - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 8001 (სალიცენზიო გადასახდელის კოდი), შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

4449,9 ლარი    - 2002 წლის 31 დეკემბრამდე;

4449,9 ლარი    - 2003 წლის 31 დეკემბრამდე;

4449,9 ლარი    - 2004 წლის 31 დეკემბრამდე;

4449,9 ლარი    - 2005 წლის 31 დეკემბრამდე;

4449,9 ლარი    - 2006 წლის 31 დეკემბრამდე;

4449,9 ლარი    - 2007 წლის 31 დეკემბრამდე;

4449,9 ლარი    - 2008 წლის 31 დეკემბრამდე;

4449,9 ლარი    - 2009 წლის 31 დეკემბრამდე;

4449,9 ლარი    - 2010 წლის 31 დეკემბრამდე;

5. თანხების გადახდის წესი და პასუხისმგებლობა განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობით;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ.თბილისი, ლესელიძის ქ.22) ექვსი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  ტექნიკურ (მ. გოთოშია), ეკონომიკურ (გ.ბუთბაია) და  იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს.

            კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები