წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 361 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მაუწყებელთა საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ

ნომერი: 361 / 17

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2002

მიღების თარიღი სექტემბერი 20, 2002

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული

მაუწყებელთა საბჭოს ჩამოყალიბების  შესახებ

ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შემუშავებასთან დაკავშირებით, მაუწყებელი კომპანიების წინაშე დასმული საკითხების დარეგულირების და შესაბამისი წინადადებების შემუშავების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ჩამოყალიბდეს კომისიის მაუწყებელთა საბჭო;

2. დაევალოს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს, საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინატორს და იურიდიულ სამსახურს (რ. სვანიძე, გ. რატიშვილი, გ. კვერენჩხილაძე) ერთი კვირის ვადაში შეიმუშავონ მაუწყებელთა საბჭოს დებულება და წარმოადგინონ წინადადებები საბჭოს შემადგენლობის შესახებ მისი კომისიის სხდომაზე განხილვის მიზნით;

3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს საკონსულტაციო საბჭოს მდივანს              რ. სვანიძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ აბაშიძე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები