გადაწყვეტილება N 360 მიწისზედა თანამგზავრული სადგურის “ PES - 1NPPBIZNESSSVIAZ ” წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2002
მიღების თარიღი სექტემბერი 20, 2002
მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „PES-1NPPBIZNESSSVIAZ”
წარმოდგენილი
ტექნიკური მახასიათებლებით გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
განიხილა რუსეთის რადიოსიხშირეთა
სახელმწიფო სამსახურის წერილი (№ UMS-50/1055 22.05.02.) მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „PES-1NPPBIZNESSSVIAZ”
გამოყენების შესახებ, რომელიც იგეგმება INTELSAT6-60E-ს ტიპის
თანამგზავრულ ქსელში სამუშაოდ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ”
საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გადაწყვიტა :
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს მიწისზედა თანამგზავრული სადგურის „PES-1NPPBIZNESSSVIAZ” გამოყენებაზე (2002 წლის 22 მაისის № UMS-50/1055 წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო
სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე