წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 355 შპს “ მზე ”- სათვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 355 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2002

მიღების თარიღი სექტემბერი 20, 2002

შპს „მზე”- სათვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „მზეს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე   თანდართული ანგარიშფაქტურებით (N 4019301 16.09.02; N 4019330 19.09.02; N 4019331 19.09.02; N 4019335 19.09.02; N 4019337 19.09.02 და N 4019340 20.09.02) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „მზემ” კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის  შესახებ ორგანიზაციის, აპარატურის ტიპისა და საქარხნო ნომრების მითითებით;

3.  გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   მთაწმინდა-კრწანისის   რაიონულ

                სასამართლოში   (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22)  6  თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

            კომისიის  თავმჯდომარე                                          ვ. აბაშიძე

           

                       

 
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები