გადაწყვეტილება N 337 საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლისათვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 13, 2002
მიღების თარიღი სექტემბერი 13, 2002
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელ რგოლს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული ინვოისით # 070317 გათვალისწინებული მობილური ტელეფონის აპარატი „Simens Mobile SL45” 5 ცალი;
2. აღირიცხოს მაღალსიხშირული მოწყობილობა კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ.თბილისი ლესელიძის ქ.22) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე