წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 284 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ კაკაურიძე და შაორშაძე “ ჯეშე - ნეტი ”- სათვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 284 / 1

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2002

მიღების თარიღი აგვისტო 02, 2002

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კაკაურიძე და შაორშაძე „ჯეშე-ნეტი”-სათვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე  ლიცენზიის გაცემის  შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ.გ. ქვეპუნქტისა და 453-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ლიცენზია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კაკაურიძე და შაორშაძე „ჯეშე-ნეტი”-ს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა (ქ.ზესტაფონი, წარმოდგენილი ტექნიკური პროექტით გათვალისწინებული სამოქმედო ზონის ფარგლებში);

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ.თბილისი, ლესელიძის ქ.N22).

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) და ტექნიკურ (მ.გოთოშია) სამსახურებს.

კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები