წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 280 “ საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზ

ნომერი: 280 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 26, 2002

მიღების თარიღი ივლისი 26, 2002

„საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე კომისიის დადგენილების პროექტის საჯარო განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად

გადაწყვიტა:

1. ეკონომიკური სამსახურის უფროსის გ. ბუთბაიას ინფორმაცია „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ მიღებულ იქნეს ცნობად.

2. დაევალოს ეკონომიკურ სამსახურს (გ.ბუთბაია) სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ წარმოდგენილ პროექტს გაუკეთოს საბოლოო რედაქტირება.

3. დაევალოს კომისიის პროგრამისტს (დ. ჭანკოტაძე) „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ დადგენილების პროექტი საჯარო განხილვისათვის გამოაქვეყნოს პრესაში და ინტერნეტში კომისიის გვერდზე.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                         ვ. აბაშიძე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები