წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 279 ლიცენზიებით განსაზღვრულ ვადებში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობასთან დაკავშირებით რიგი ლიცენზიების გაუქმების თაობაზე

ნომერი: 279 / 4

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 26, 2002

მიღების თარიღი ივლისი 26, 2002

ლიცენზიებით განსაზღვრულ ვადებში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობასთან დაკავშირებით რიგი ლიცენზიების გაუქმების თაობაზე

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ რიგი ლიცენზიის მფლობელების მიერ დარღვეულია კომისიის მიერ განსაზღვრული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადები, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაუქმდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ლიცენზიები ლიცენზიის მფლობელების მიერ განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის გამო:

ა) კომპანია „ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ”-ის წარმომადგენლობა

  საქართველოში” - ლიცენზია  N 1266;

ბ) შპს „ელექტრა” - ლიცენზია N 631;

გ) შპს „ზაგტელი” - ლიცენზიები NN 1157,1160, 1164;

დ) შპს „ეი ჯი ნეტ” - ლიცენზიები NN 658, 661, 664, 667, 670;

ე) შპს „საქტელი” – ლიცენზიები NN 745, 748, 751;

ვ) შპს „ელადა” – ლიცენზია N 1259.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ ტექნიკურ (მ.გოთოშია) და იურიდიულ (გ.კვერენჩხილაძე) სამსახურებს;

კომისიის თავმჯდომარე:                              ვ. აბაშიძე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები