წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 278 ს / ს “ აგრომრეწვბანკი ”- სათვის სამუშაო სიხშირეების ( 136 . 0 მგჰც და 174 . 0 მგჰც ) მინიჭების შესახებ

ნომერი: 278 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 26, 2002

მიღების თარიღი ივლისი 26, 2002

ს/ს „აგრომრეწვბანკი”- სათვის სამუშაო სიხშირეების (136.0  მგჰც და 174.0 მგჰც )  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს ს/ს „აგრომრეწვბანკს” 136.0 მგჰც  და 174.0 მგჰც სამუშაო სიხშირეები, ქ. თბილისში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;

2.      უზრუნველყოს ს/ს „აგრომრეწვბანკმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში ს/ს „აგრომრეწვბანკი”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

                 კომისიის თავმჯდომარე                                                  ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები