წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 277 შპს “ფ არი - 2002 ”- სათვის სამუშაო სიხშირეების ( 457 . 750 მგჰც და 462 . 925 მგჰც ) მინიჭების შესახებ

ნომერი: 277 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 26, 2002

მიღების თარიღი ივლისი 26, 2002

შპს „ფარი-2002”- სათვის სამუშაო სიხშირეების (457.750  მგჰც და 462.925 მგჰც )  მინიჭების  შესახებ

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

 გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს შპს „ფარი-2002”-ს 457.750 მგჰც  და 462.925 მგჰც სამუშაო სიხშირეები, ქ. თბილისში სამსახურეობრივი რადიოკავშირისათვის;

2.      უზრუნველყოს შპს „ფარი-2002”-მა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვების მისაღებად;

3.      კანონმდებლობის ცვლილების  შემთხვევაში შპს „ფარი-2002”-სათვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე). 

                კომისიის თავმჯდომარე                                                     ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები